სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბერთი ბანკისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტი CityPass

ლიბერთი ბანკისა და . ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტი CityPass

ლიბერთი ბანკსა და . ბათუმის ავტოტრანსპორტის კომპანიას შორის გაფორმდა შეთანხმება ერთობლივი პროდუქტის, სამგზავრო ბარათის CityPass შესახებ.

პროექტი ითვალისწინებს 3 თვის ვადაში, ქ. ბათუმის ავტობუსებში მგზავრობის საფასურის ნაღდი ანგარიშსწორებიდან უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადასვლას. კერძოდ მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება ლიბერთი ბანკის უკონტაქტო პლასტიკური ბარათის ავტობუსებში სპეციალურად დამონტაჟებულ ტერმინალებთან შეხებით. მსგავსი პროექტი ლიბერთი ბანკმა უკვე წარმატებით განახორციელა ქალაქ რუსთავშიც.

CityPass ბარათის სხვა აღსანიშნავ უპირატესობებს წარმოადგენს:

მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ CityPass ბარათით და მიიღონ 50%-მდე ფასდაკლება 100-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში, რომელთა რიცხვი ყოველ დღე იზრდება (სავაჭრო ობიექტების განახლებული სია იხილეთ ვებ გვერდზე http://cheap.ge)

ბარათის მფლობელები შეღავათიანი ტარიფით გადაიხდიან კომუნალურ და სხვა ტიპის გადასახდელებს ვებ გვერდიდან http://smartivi.ge

ბარათით ანგარიშსწორებისას მომხმარებლები შეძლებენ ლოიალობის ქულების დაგროვებას და შემდეგ მათ გადაცვლას სხვადასხვა მომსახურებაში

მგზავრობის საფასურის ბარათით გადახდისას აღარ იბეჭდება დამატებით ქაღალდის ბილეთი, რაც ანგარიშსწორებას უფრო კომფორტულს ხდის

სამგზავრო ბარათების - CityPass მიღება შესაძლებელი იქნება ქ. ბათუმში განთავსებულ ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში და ასევე მობილურ სერვის ცენტრებში უფასოდ.

CityPass ბარათზე თანხის შეტანა შესაძლებელი იქნება შემდეგი არხებით:

ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრების საშუალებით

NOVA - ს სწრაფი გადახდის აპარატებით (ფეიბოქსი)

TBC Pay -ს სწრაფი გადახდის აპარატებით

ნებისმიერი ბანკის VISA/MasterCard ბარათებით, ვებგვერდიდან Smartivi.ge

საბანკო ჩარიცხვით

eMoney ელექტრონული საფულის საშuალებით

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100