სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხუდონჰესი და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები

ოთხშაბათს, 26 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო "რადისო ბლუ ივერიაში" გაიმართება კონფერენცია თემაზე: ხუდონჰესი და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები".

ღონისძიება იმართება არასამთავრობო ორგანიზაციების "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივისა" და "სამხედრო-ანალიტიკური კვლევების ცენტრის" ინიციატივით.

ღონისძიებას დაესწრებიან წარმომადგენლები თავდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის და ეკონომიკის სამინისტროებიდან. წარმომადგენლები პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტიდან და ასევე, უსაფრთხოებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოებიდან.

კონფერენციას ასევე დაესწრებიან დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100