სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ აპირებს 18 წლის ქუთაისელი ბიჭი თირკმლის გაყიდვას?!

ქუთაისი ქურდული მენტალიტეტის ქალაქად მოიაზრებოდა ათწლეულების მანძილზე, დღეს მას ეს სტიგმა თითქოს ჩამოშორდა.... თუმცა, ჯერ კიდევ მრავლად არიან ისეთი ქუთათურები, რომელთა გაგებაში ქურდული მენტალიტეტი უმთავარესია...

თანამედროვე ახალგაზრდობის უმრავლესობას, დღეს ეცინება ქურდულ გაგებაზე, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც მყარად დგანან გაგებაზე, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე უზენაესია, მათი გაგებით...

სწორედ ასეთი გაგების ახალგაზრდაზე, მინდა გიამბოთ.

ლევანი 18 წლის 3 თებერვალს გახდა, იგი მშობლებთან და სამ მცირეწლოვან დასთან ერთად, ქუთაისში ცხოვრობს. სწავლობს ერთ–ერთ უმაღლეს სასწავლებელში, არც თუ ცუდად(როგორც ამბობს), ძირითად დროს მეგობრებთან ატარებს...

რადგანაც ქუთაისში ახალგაზრდებისთვის გასართობი ადგილები საკმარისზე ცოტაა, ისევე როგორც მისი თანატოლების უმრავლესობა, ტოტალიზატორების ხშირი სტუმარია...

ხშირად ფსონის დასადები თანხის არქონის გამო, იძულებული გამხდარა ტელეფონი ,,დაელომბარდებინა'', მერე კი მოგებული ან ნასესხები ფულით,მშობლებისგან დამალულად მოუხერხებია საჭირო ნივთის დახსნა...

შეყვარებულიც ჰყავს, თავისივე თანაკურსელი, ყველაზე ,,მაგარი'' გოგო პლანეტაზე(მისი სიტყვებით რომ ვთქვათ). ხშირად კამათობენ, მაგრამ ზედმეტი სიყვარულით მოსდით...

ახლა ცუდ დღეშია, სასწრაფოდ ,,თავანი'' აქვს ჩასაბარებელი და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, თირკმლის გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი...

მაგრამ ჯერ არ იცის, სად შეიძლება ამ საჭირო ორგანოს ჩაბარება...

არც ფასი იცის თირკმლის, ერთი იცის რომ მამისტოლა კაცთან წააგო და 7000 ლარი უნდა ჩააბაროს, რაც შეიძლება მალე, თორემ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100