ლიბია, სირია, უკრაინა - სისხლიანი 21-ე საუკუნე

ლიბია - 2011 წლის 15 თებერვალს ლიბიაში დაიწყო მშვიდობიანი ანტისამთავრობო გამოსვლები. გამოსვლების საბაბი გახდა ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციები. პროტესტანტები გამოვიდნენ მუამარ კადაფის მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც 1969 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში. ასევე მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრ ბაღდადი მაჰმუდის დაუყოვნებლივ გადადგომას. სამოქალაქო ომი საბოლოოდ მუამარ კადაფის მკვლელობითა და მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა.

სირია - სირიის სამოქალაქო ომი, ასევე ცნობილი როგორც სირიის კრიზისი მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი სირიაში ბაასის ხელისუფლების ერთგულ ძალებსა და მათ მოწინააღმდეგეთა შორის. არეულობა დაიწყო 2011 წლის 15 მარტს საპროტესტო აქციებით, რომლებიც აპრილისთვის უკვე მთელ ქვეყანაში გავრცელდა. გაეროს მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობამ მიაღწია 120,000-ს 2013 წლის სექტემბერს. გარდა ამისა, ათობით ათასი მომიტინგე იმყოფება ციხეში და არსებობს ანგარიშები, რომ სახელმწიფო ციხეებში ფართოდაა გავრცელებული წამება და ტერორი.

უკრაინა - მასობრივი მანიფესტაციები 2013 წლის 21 ნოემბერს დაიწყო. მოსახლეობა უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმას აპროტესტებდა. მანიფესტაციებს ასსზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხერპლა. უკრაინაში მდგომარეობა ამ დრომდე არასტაბილურია.

კომენტარი