ანზორ ქოქოლაძე საკუთარი დანაშაულის დაფარვას დეზინფორმაციის გზით ცდილობს

თიბისი ბანკი აცხადებს, რომ კომპანიაელიტ-ელექტრონიქსიახალი მენეჯმენტის ხელმძღვანელობით სტაბილურად ვითარდება, დაუბრკოლებლად აფართოებს ქსელს და შეუფერხებლად ემსახურება საბანკო ვალდებულებებს.

კომპანია უნაკლოდ ასრულებს რეაბილიტაციის რეჟიმით გათვალისწინებულ ყველა პირობას და ერთადერთი პრობლემა, რაც დღესდღეობით ამ კომპანიას აქვს, არის მხოლოდ 2007 წელს ქოქოლაძის მენეჯმენტის მიერ ჩადენილ საგადასახადო დარღვევები და მათზე გავრცელებული ფინანსური სანქციები, რომელიც კომპანიას ახლახან დაეკისრა. შესაბამისად, საუბარი ამ კომპანიის წინაშე არსებულ „გადაულახავ სიძნელეებზე“ ემსახურება მოსახლეობის დეზინფორმაციის მიზანს და ეს არის ბატონი ქოქოლაძის მორიგი მონაჩმახი!

ქოქოლაძეს სიცრუის გავრცელება და უხამსი პიარ კამპანია სავარაუდოდ ორი მიზნის მისაღწევად სჭირდება: 1) იმ დანაშაულებების გადასაფარად, რომელიც 2007 წელს და, ზოგადად, „ელიტ-ელექტრონიქსში“ მისი მმართველობის დროს იქნა ჩადენილი და რომლის გამო დღევანდელმა საგადასახადო სამსახურმა ცოტა ხნის წინ ჯარიმა დააკისრა კომპანიას; 2) შესაძლებელია თავად „ტექნობუმის“ ფინანსური პრობლემების გადასაფარად, რომელიც გარდაუვალია მისი მართვის სტილიდან და მეთოდებიდან გამომდინარე.


საგადასახადო და შესაბამისი სამსახურების მიერ ოფიციალურად დასტურდება ბატონი ქოქოლაძის მიერ ჩადენილი დარღვევები და თაღლითური ქმედებები. ამ ვითარებაში ქოქოლაძეს სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ სიცრუეზე აგებული პიარით და ახალი დეზინფორმაციით გადაფაროს თავისი დანაშაული და, „ქველმოქმედის“ ქურქში გახვეული, შეეცადოს საკუთარი რეპუტაციის აღდგენას.

კომენტარი