სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაატა ცინცაძე: "ხუდონის აშენებაზე საწინააღმდეგო აზრი არავის ჰქონია"

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ექსპერტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის დარგობრივი ეკონოიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები.

შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, ქვეყნის გრძელვადიან ენერგეტიკულ სტრატეგიაზე, საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარე მოვლენებსა და ენერგეტიკული სფეროს შესაძლებლობებზე. ასევე, ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე როგორიცაა "ხუდონჰესი". ექსპერტები, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, აცხადებენ, რომ ეს იყო ძალიან საქმიანი შეხვედრა, რომლის ტრადიციაც აუცილებლად უნდა დამკვიდრდეს.

პაატა ცინცაძე: (ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, ჰიდროენერგეტიკოსი): "ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო რამდენიმე მიზეზის გამო. ეს იყო ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობის, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის ხელმძღვანელობის, ექსპერტებისა და დამოუკიდებლები ექსპერტების მონაწილეობით. პირადად მე არ მახსოვს სხვა ასეთი შეხვედრა. გამოითქვა ძალიან საინტერესო მოსაზრებები. საუბარი იყო ზოგადად ჰიდროენერგეტიკის განვითარებაზე, რომ ეს არის ერთადერთი რესურსი რომელიც ქვეყანას გააჩნია. მოგეხსენებათ სხვა ენერგეტიკული რესურსი ნავთობი და გაზი ჩვენ არ გვაქვს. ამ რესურს სწორად და ეფექტურად გამოყენება ჭირდება. ამაში სრული მხარდაჭერა მიიღეს, რადგან ამ აზრს არავინ ეკამათება.

საუბარი იყო ექსპორტის მნიშვნელობაზე და ქვეყნისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს პროექტზე, როგორიც ხუდონჰესია.

ჰიდროენერგეტიკა უნდა განვიხილოთ როგორც სხვა განახალებადი წყაროების ხელშემწყობი წინა პირობა. ანუ იმისთვის რომ აშენდეს მზისა და ქარის სადგურები, ამისთვის უნდა გქონდეს ძლიერი სტაბილური ენერგოსისტემა, იმიტომ რომ ქარისა და მზის ენერგიები არის ცვალებადი, მერყევი ბუნებრივი მოვლენებიდან გამომდინარე. ქარი ხან უბერავს ხან _ არა ხან ცოტაა, ხან _ ბევრი. ამიტომ ასეთი სადგურები ენერგო სისტემაში უნდა იყოს დიდი ალბათობით 20%-მდე. ესენი რომ აშენდეს უნდა გქონდეს მდგრადი ენერგოსისტემა.

შეხვედრებს მიეცემა სისტემური ხასიათი. ბატონი კახას შემოთავაზება იყო თვეში ერთხელ შევხვდეთ და კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბროთ, შეიძლება შემდეგი შეხვედრა მიეძღვნას ენერგეტიკულ სტრატეგიას. ან ხუდონის და სხვა პროექტების განვითარებას.

_ ხუდონჰესთან დაკავშირებით, თქვენგან განსხვავებუ აზრი ჰონდა ვინმეს?

_ მოწინააღმდეგე ხუდონის პროეტთან დაკავშირებით არავინ არ ყოფილა. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ეს ქვეყნისთვის საჭიროა. კითხვები დეპუტატებს ჰქონდათ სარგებელთან და 20% დაკავშირებით, რომელიც რჩება ქვეყანაში, რაზეც კომპანიის წარმოამადგენლისგან, ბატონი დავით მირცხულავასგან ამომწურავი პასუხი მიიღეს. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ მოსახლეობასთან მუშაობა უნდა იყოს მეტი და მათი უკეთ ინფორმირებაა საჭირო. უნდა ავუხსნათ, ამით ქვეყანას რა სარგებელს მიიღებს და ამაში ყველა უნდა იყოს ჩართული, პირველ რიგში ენერგეტიკის სამინისტრო.

დაისვა კითხვა, ხომ არ შეიძლება ხაიშის მაგივრად სხვა ადგილას გადავიდეს პროქტი. კითხვის ავტორებს აუხსნეს, რომ 46 სხვადასხვა ვარიანტი იყო განხილული და სვანეთი შეირჩა.

უნდა ითქვას, რომ ზოგადად, სვანები არ ეწინააღმდეგებიან ამ პროექტს. ამ სადგურის აშენების შემდეგ მარტო ქონების გადასახადი, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტში რჩება 12 000 000 ლარი იქნება. 4-ჯერ მეტი, ვიდრე ახლაა. წარმოგიდგენიათ, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ამ 12 000 000 ლარით პატარა მესტიისთვის?! ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამას. იქ არის გარკვეული ძალა, რომელიც ამაზე მუშაობს. ვინც ამას ეწინააღმდეგება ის არის ქვეყნის განვითარების წინააღმდეგი. უბრალოდ, საჭიროა ბევრი მუშაობა ხალხთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100