სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა მელიამ 2 აპრილი ბავშვებსა და სტუდენტებს დაუთმო

ნაციონალური მოძრაობის წევრი, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დღეს წინასაარჩევნი კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებთან ურთიერთობით იყო დაკავებული.

მელია ჯერ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, რის შემდეგაც აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე ნეიროგანვითარების ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად აღნიშნა და საჩუქრები გადასცა.

დღესვე ნიკა მელია პრაიმ-ტაიმის პრესკლუბს სტუმრობდა, სადაც განაცხადა, რომ IRI-ის კვლევა და ბოლო დროინდელი მოვლენები აჩვენებს რომ თბილისელები ბრმად ავტორიტეტებს არ გაყვებიან.

"ეს იქნება არჩევნები სადაც თითოეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. მიუხედავად ბოლო დროინდელი კვლევებისა, ვთვლი რომ ჩემი და სახელისუფლებო კანდიდატის შანსები 50/50-ზეა. ეს არის არჩევნები, სადაც ყველაფერი დამოკიდებული იქნება წინასაარჩევნო კამპანიაზე და თბილისელების პრობლემების გადაწყვეტაზე. ძალიან მიხარია რომ თბილისლები ბრმად ავტორიტეტებს აღარ გაყვებიან. თბილისი არის გაცილებით მეტი ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ამიტომაც მიხარია რომ ჩემს მხარდამჭერებში დღეს „ქართული ოცნების“ მომხრეებიც მოიაზრებიან" - განაცხადა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100