სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ნარმანია თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს ეწვია

კოალიციაქართული ოცნებისდედაქალაქის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დღეს თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს ეწვია და იქ არსებულ პრობლემებს გაეცნო.

პანსიონატის დირექტორის დარეჯან თომაძის თქმით, მოსაწესრიგებელია შენობა და ეზო, არ აქვთ გათბობა და ცხელი წყალი, არასაკმარისია მედიკამენტები. იგი იმედოვნებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დავით ნარმანია პანსიონატის ბინადართ ცხოვრების ღირსეულ გარემოს შეუქმნის.

„ჩვენ არ დაგტოვებთ პრობლემების პირისპირ და ერთად ვიზრუნებთ თქვენთვის ღირსებული პირობების შესაქმნელად“, - განაცხადა დავით ნარმანიამ ხანდაზმულებთან შეხვედრაზე. მისივე თქმით, ხანდაზმულებს განსაკუთრებული სითბო სჭირდებათ და საკმარისი არ არის ის, რისი გაკეთებაც ამ პატივსაცემი ადამიანებისთვის დღემდე მოხერხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100