სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა დაწერა “სენატის” დიჯეიმ თვითმკვლელობამდე და ვის დააკისრა 15 წლის ქალიშვილზე მეურვეობა?

გაზეთი “პრაიმტაიმი” კლუბ “სენატის” დიჯეის, ირლანდიის მოქალაქის თვითმკვლელობის ახალ დეტალებზე წერს. გამოცემის ინფორმაციით, მეგობრები მკვლელობას გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ ძალიან ბევრი დეტალია დასადგენი და დასაზუსტებელი. როგორც “პრაიმტაიმი” წერს, დიჯეიმ თვითმკვლელობამდე ნოტარიუსის დახმარებით მთელი თავისი ქონება ყოფილ შეყვარებულს, მოდელ ელენე წიკლაურს დაუტოვა. სწორედ ელენემ უნდა აიღოს მეურვეობა კრისტიანის 15 წლის ქალიშვილზე.
როგორც მეგობრები ამბობენ, ელენე მზად არის, მეურვეობას დათანხმდეს და ხელი მოაწეროს. თუმცა ქონებასთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს არ ამბობს.
“არ ვიცი, არაფერი არ არის გადაწყვეტილი და არაფერი არ არის მანდ ნათქვამი, რომ მე დამიტოვა თუ ვის დაუტოვა. ყველაფერი გაირკვევა, როგორც წესია, და ამას გაარკვევენ გამომძიებლები”, – აცხადებს კრისტიან მაკნალტის შეყვარებული ელენე წიკლაური.
დიჯეის მეგობრის პაატა დათუაშვილის განცხადებით, ნოტარიუსით დამოწმებულ ფურცელს იურიდიული ძალა არ აქვს, რადგან დოკუმენტებში ექიმის და ფსიქოლოგის დასკვნა არ ფიგურირებს.
“კრისტიანის წერილში ნამდვილად იყო ელენე მოხსენიებული. წერილში კრისტიანს ეწერა, რომ ქონება მინდა განკარგოს ელენემო. ნოტარიუსის წერილშიც იგივეს წერდა. მე არ ვიცი, რამდენად აქვს ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტს იურიდიული ძალა, რადგან თქვენ კარგად იცით, რომ, როდესაც მსგავსი წერილი დგება, ადამიანი ფხიზელ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს, იქვე უნდა იჯდეს ექიმი, რომელსაც შემოწმებული ეყოლება ეს ადამიანი და ხელი ექნება მოწერილი, რომ იმ მომენტში ეს ადამიანი არ იყო ან წამლის, ან სასმელის ზემოქმედების ქვეშ. ეს ჩვეულებრივი წესია. როგორც ვიცი, ისე დაწერილ წერილს და ვიღაცის მიერ ბეჭედდარტყმულ ქაღალდს იურიდიულად ძალა არ აქვს”, – აღნიშნავს პაატა დათუაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100