სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანკმა „რესპუბლიკამ“ თავისი კლიენტები მარჯანიშვილის თეატრში მიიწვია

27 აპრილს ბანკმა „რესპუბლიკამ“ თავისი კლიენტები მარჯანიშვილის თეატრის ახალ სივრცეში, მოლიერის „ტარტიუფის“ სანახავად მიიწვია. ბანკის 150 კლიენტი ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოზე გენერალურმა დირექტორმა, კრისტიან კარმანიოლმა მიიღო.

ბ–ნმა კარმანიოლმა თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ბანკ „რესპუბლიკის“ კლიენტებთან ურთიერთობის მნიშვნელობას და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის. მან ასევე ისაუბრა ბანკ „რესპუბლიკის“ და მარჯანიშვილის თეატრის მრავალწლიანი პარტნიორობის შესახებ და სტუმრები ფრანგი დრამატურგის, ჟან-ბატისტ მოლიერის პიესის – „ტარტიუფის“ მიხედვით რეჟისორ ლევან წულაძის მიერ დადგმული სპექტაკლის სანახავად მიიწვია.

მარჯანიშვილის თეატრში გამართული საღამო სიმბოლურად გამოხატავდა ბანკის, კლიენტებისა და თეატრის მრავალწლიან, ნაყოფიერ პარტნიორულ ურთიერთობას. შეხვედრა წლის განმავლობაში დაგეგმილი ერთ–ერთი ღონისძიებაა, რომელიც ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ 150 წლის იუბილეს ეძღვნება.

„სოსიეტე ჟენერალი“ 1864 წელს, ფრანგი მეწარმეების ინიციატივით შეიქმნა და საფრანგეთის ინდუსტრიული განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. სწორედ სამეწარმეო სულისკვეთება, გუნდურობა და ძლიერება გახდა ფინანსური გიგანტის მდგრადი წარმატების გასაღები. ჯგუფის 150 წლის იუბილე წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

ბანკი „რესპუბლიკა“

ბანკი „რესპუბლიკა“ 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. თავისი უნივერსალური ბიზნესმოდელით ბანკი „რესპუბლიკა“ კლიენტების საიმედო, გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორია. ბანკს ქვეყანაში 39 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ.

ვებგვერდი: www.br.ge

სოსიეტე ჟენერალი

„სოსიეტე ჟენერალი“ ერთ-ერთი მოწინავე ევროპული საფინანსო ჯგუფია. უნივერსალური, დივერსიფიცირებული საბანკო მოდელი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ჯგუფის ფინანსურ სიმტკიცეს და განვითარების მდგრად სტრატეგიას. „სოსიეტე ჟენერალის“ საბოლოო მიზანია, იყოს „ურთიერთობებზე ორიენტირებული“ ბანკი, ბაზრის აღიარებული ლიდერი, მაქსიმალურად დაუახლოვდეს მომხმარებელს და გამოირჩეოდეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხით. უკვე 150 წელია, „სოსიეტე ჟენერალი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში. მსოფლიოს 76 ქვეყანაში 148 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად 32 მილიონ კლიენტს ემსახურება. „სოსიეტე ჟენერალის“ თანამშრომლები ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს და ორგანიზაციებს საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ.

ვებგვერდი: www.societegenerale.com

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100