სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მიკროავტობუსი დაიწვა, რომელშიც ექსკურსიის ბავშვები ისხდნენ

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა.
მიკროავტობუსში ექსკურსიის ბავშვები ისხდნენ. თვითმხილველების თქმით, ცეცხლწაკიდებული ავტობუსიდან ბავშვები მათ გამოიყვანეს. ამის შემდეგ კი, საგანგებო სამსახური გამოიძახეს.

როგორც ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, ექსკურსიის ბავშვების ნაწილი რეანიმაციაში, ნაწილი კი, პალატებში ჰყავთ მოთავსებული.

ექიმის განცხადებით, ბავშვების უმეტესობის მდგომარეობა სტაბილურია, ნაწილს კი, მძიმე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.

ამ დროისთვის, ადგილზე საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.

წინასწარი მონაცემებით, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მიკროავტობუსი მსუბუქ მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე ავტომანქანა დაიწვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100