კომპანია RMG განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ

კომპანია RMG არ ეთანხმება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. RMG -ში აცხადებენ, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების ოფიციალურად ჩაბარების შემდეგ კომპანია მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი კულტურის სამინისტროს სამართლებრივი აქტი , რომლის მიხედვითაც, საყდრისის საბადოს ისტორიული ძეგლის სტატუსი შეუჩერდა.

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არასამათავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" სარჩელი. შესაბამისად, საყდრისთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს საკითხის განხილვა კიდევ ერთხელ მოუწევს.

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძის გადაწყვეტილებით, კულტურის სამინისტროს 2013 წლის 5 ივლისის დადგენილება ბათილად იქანა გამოცხადებული საკითხი სამინისტროს დაუბრუნდაგანსახილველად.როგორც სასამართლოზე ითქვა, სამინისტროს გადაწყვეტილება პროცედურული დარღვევებით, არქეოლოგიური საბჭოს გარეშე იყო მიღებული. გადაწყვეტილება კი 11 კაციანი კომისიის ფარგლებში მიიღო და არქეოლოგიურ საბჭოზე არ გაუტანია.

ცნობისთვის კულტურის სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

კომენტარი