სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცხოპლანეტელების დასახლებები კავკასიაში

მთელი მსოფლიო 2 ივლისს უფოლოგის დღეს აღნიშნავს, აღნიშნულთან დაკავშირებით რუსულმა მედიამ საარქივო მასალა შეაჯამა და უცხოპლანეტელების კვალის ამსახველი ფაქტები გამოაქვეყნა. დრონი.ჯი გთავაზობთ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თარგმანს.

უცხოპლანეტელების საიდუმლო დასახლება ყირიმში. საბჭოთა ხელისუფლება ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან და მსგავს მოვლენებთან დაკავშირებულ მოვლენებს მკაცრად ასაიდუმლოებდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაირკვა, რომ ყირიმის ტერიტორიაზე უცხოპლანეტელების შემსწვალელი სპეციალური პუნტქი არსებობდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ აქ მართლაც არსებობს პარანორმალური ადგილები, ისინი რეგულარულად ხედავენ ცაზე მკვეთრ ნათებას, ტყეებში კი უცხოპლანეტელების ძვლების პოვნაა შესაძლებელი.

ჯუჯა უცხოპლანეტელები კავკასიურ დოლმენებში (დოლმენი - ნეოლითის ან ბრინჯაოს ხანის ნაგებობა, შედგება ქვის სვეტებისგან). კავკასიაში არის კიდევ ერთი იდუმალებით მოცული ადგილი, რომლის შესახებაც დღემდე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. საყოველთაოდ ცნობილ კავკასიური დოლმენების ასაკი 5 ათასი წელია, ლეგენდის თანახმად ეს დოლმენები სხვა პლანეტიდან მოფრენილი ჯუჯების სახლია.

მოლებსკის ანომალიური ზონა. ამ ტერიტორიის შესახებ უამრავი მითი და ლეგენდა არსებობს, ამბობენ, რომ აქ არსებობს ბოროტი სამკუთხედი, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციებთან კავშირის დამყარება. უფოლოგებს მოლებსკში ქვის ლაბირინთების გარდა ჯერ არაფერი უპოვიათ, თუმცა ძლიერი მაგნიტური ველის არსებობის გამო აქ ადამიანის დიდი ხნით ყოფნა არ შეიძლება.

ბალტიის ზღვის საიდუმლო. ზღვის ფსკერზე დღემდე არის ამოუცნობი ობიექტი, რომელიც ძალიან გავს ლეგენდარულ ხომალდს ფილმიდან „ვარსკვლავური ომები“

უცხოპლანეტელები მეზობლად - ასეთი სახელწოდება შეურჩიეს უფოლოგებმა პადმასკოვიეს მცხოვრებთა ხშირ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ისინი უცნაურ ობიექტებს ხედავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100