სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ბებია საიქიოდან გამოეცხადა და მისი ტელეფონით ფოტო გადაიღო

34 წლის რუმინელი ქალბატონი ლამის ჭკუიდან შეიშალა, როდესაც დილით საკუთარი მობილური ტელეფონის ეკრანზე დახვდა თავისი 3 წლის წინ გარდაცვლილი ბებიის ფოტო. ქალს მიაჩნია, რომ ბებიამ მას იმ ქვეყნიდან ნიშანი გამოუგზავნა.

„მკითხავმა მითხრა, რომ ბებია მისი სულის გადარჩენას მთხოვს, ამისათვის ჩვენ ნათესავებმა მისთვის უნდა ვილოცოთ“ - განაცხადა ქალმა ჟურნალისტებთან საუბრისას და საკუთარი სიტყვების დასტურად ბებიის სელფშოთიც გამოაქვეყნა. (იხილეთ ფოტო)

მისტიკის მოყვარულები ამ ისტორიას რეალობასთან იმ ფაქტით აახლოებენ, რომ ის რუმინეთში მოხდა, ეს ქვეყანა კი მოგეხსენებათ გრაფი დრაკულას, ვამპირებისა და მსგავსი ზებუნებრივი მოვლენების სამშობლოა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100