სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფუდპანდა“ საქართველოში მობილური აპლიკაციით ბიზნესის წარმოებაში უკვე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს

თბილისში საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში.

გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის 21 მარტს დაიწყო. მოკლე დროის მუხედავად, მან უკვე შეძლო საზოგადოების დიდი ნაწილის დაინტერესება. მომხმარებელმა სერვისი, რომელიც ქართულ ბაზარზე სიახლეს წარმოადგენს, დადებითად შეაფასა. „ეს არის სერვისი, რომელმაც მოხმარებელი გააოცა!“ - აცხადებენ ერთგული მომხარებლები.

გერმანულ ბრენდს ქართულ ბაზარზე ამბიციური გეგმები და მიზნები აქვს.. როგორც ფუდპანდას დირექტორი, გიგა ქერქაძე აღნიშნავს, მომხმარებლის რაოდენობა სტაბილურად იზრდება და უკვე 8 ათასს აჭარბებს. „დღესდღეობით „ფუდპანდას“ პარტნიორთა რიცხვში 62 ცნობილი რესტორანია და მათი რაოდენობა, შემდეგ თვეებში აუცილებლად გაიზრდება,“ -განმარტავს „ფუდპანდას“ დირექტორი.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ საქართველოში ფუდპანდას მობილური აპლიკაციის გადმოწერათა რაოდენობა უკვე 5000-ს გადასცდა. თუ გათვალისწინებთ, რომ აპლიკაცია მხოლოდ მაისის ბოლოდან არის ის ხელმისაწვდომი მომხმარებლებისათვის, ეს საკმაოდ ეფექტური მაჩვენებლია.

ამჟამად ჩვენს აპლიკაციას დღეში საშუალოდ 110-120 ადამიანი იწერს და ჩვენი შეკვეთების 35-40% უკვე სწორედ ამ არხით შემოდის. შეგვიძლია ამაყად ვთქვათ , რომ საქართველოში მობილური აპლიკაციით ბიზნესის კეთებაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია ფუდპანდას უჭირავს.“ - აღნიშნავს გიგა ქერქაძე.

foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. შეკვეთის მობილურიდან გაკეთება და foodpanda-ს განახლებული smartphone აპლიკაციის გადმოწერა უკვე შესაძლებელია. გამარტივებული ფორმით 50-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა( www.foodpanda.ge) განახლებული მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, წელს უკვე საქართველოშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება foodpanda Georgia-ს სახელით დაიწყო. foodpanda Georgia გერმანული კომპანია Foodpanda GmbH-ის შვილობილია. მისი სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება. Foodpanda-ს დამფუძნებელია მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტერნეტ ინკუბატორი Rocket Internet, რომლის პორტფოლიოც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ წარმატებულ ონლაინ ბიზნესს მოიცავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100