სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნატახტარის ლუდის ფესტივალი ბათუმში!!!

9-10 აგვისტოს, 17:00 საათიდან,ბათუმი განახლებულ ბულვარში (მის: ნინოშვილის ქ. 35, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია) „ბათუმის ლუდისფესტივალს“უკვე მეორედ უმასპინძლებს. ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებშიგავრცელებული ლუდის ფესტივალების პირველი ქართული ანალოგის ორგანიზატორი ტრადიციულად კომპანია „ნატახტარია“.

ფესტივალის ბარი არის საქართველოში ყველაზე გრძელი ლუდის ბარი ღია ცის ქვეშ. საფესტივალო ტერიტორიაზე ლუდის შესაძენად შემოღებულია სპეციალური ვალუტა - ლუდის მონეტა. მსურველები ადგილზე შეიძენენ მონეტებს, ხოლო შემდეგ ლუდის ბარებთან გადაცვლიან სასურველ ლუდში. ერთი მონეტის ფასია 1.50 ლარი. გარდა ამისა, ჩატარდება სხვადასხვა სახის შეჯიბრება ლუდის სმაში და გასართობი თამაშები სტუმრებისთვის.

ბათუმშიც, გორში, თელავში, რუსთავისა და თბილისის ანალოგიურად ფესტივალს „შავფაროსნები“ გახსნიან. „ნატახტარის ლიმონათის“ კუთხეში ანიმატორები ბავშვებს გაართობენ მრავალფეროვანი თამაშებით.

წლევანდელ ბათუმის ლუდის ფესტივალზე, ტრადიციულად საინტერესო მუსიკალური პროგრამა იქნება წარმოდგენილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოპულარული მომღერლები და ჯფუფები.მათ შორის, Latino Boys, დავითილურიძისბენდი, რეგიონი, ჯგუფიარა, ჯგუფიყველა, სალიო, ფრანი, თამუნა შავერდაშვილი და სხვა.

წელს ბათუმის ლუდის ფესტივალზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ „ნატახტარი“, „კოზელი“, „მთიელი“, „ეფესი“და „კაიზერი“.

ნატახტარი ლუდის ფესტივალს ტრადიციულად, რეგიონის სხვა დიდ ქალაქებშიც გამართავს. მან სტარტი რეგიონისკენ რუსთავში აიღო, სადაც ლუდის ფესტივალი უკვე მეორედ გაიმართა. ფესტივალს 26-27 ივლისს თელავმა უკვე უმასპინძლა. 2-3 აგვისტოს გორმა, ფესტივალი 9-10 აგვისტოს ბათუმში, 16-17 აგვისტოს ქუთაისში, 23-24 აგვისტოს ფოთში, 30-31 აგვისტოს ზუგდიდში გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100