პანდამ ზოოპარკის თანამშრომლების მოსატყუებლად ორსულობა მოიგონა

ქალაქ ჩანჩუს ზოოპარკში უცნაური შემთხვევა მოხდა, პანდა სახელად აი ხინი დაორსულდა, თანამშრომლებმა მისი მოვლა გააძლიერეს, თუმცა მალე გაოცებულნი დარჩნენ, რადგან მიხვდნენ, რომ ცხოველი იტყუებოდა.

შანხაი დეილის ცნობით, ექვსი წლის აი ხინი ახდენდა ორსულობის სიმპტომების დემონსტრაციას, გაუქრა ჭამის მადა, შეამცირა მოძრაობის სიხშირე.

ზოოპარკის წესების თანახმად ორსულ პანდებს განსხვავებულად უვლიან, გადაჰყავთ იზოლირებულ შენობაში სადაც არის კონდინციონერი და უფრო მეტ ხილს აჭმევენ. ბიოლოგების განმარტებით ეშმაკი პანდები ხვდებიან, რომ ორსულობა მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საწინდარია და სწორედ ამიტომ იცრუა აი ხინმა. აღსანიშნავია, რომ ის არ გახლავთ პირველი პანდა რომელმაც მსგავსი საქციელი ჩაიდინა.

აი ხინის ნეტარებამ დიდხანს არ გასტანა, როგორც კი დადგინდა, რომ ის ორსულად არ იყო მაშინვე დააბრუნეს საერთო გალიაში.

კომენტარი