სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანონიმურობა წარსულს ბარდება - Wi-Fi მხოლოდ პასპორტით

რუსები Wi-Fi მომსახურეობას საზოგადოებრივ ადგილებში ანონიმურად უკვე ვეღარ ჩაერთვებიან. როგორც გაზეთი "Известия" იუწყება, ამიერიდან, იმისთვის, რათა ისეთ საზოგადოებრივ ადგილებში, როგორიცაა მეტრო, კაფე და სხვა საჭირო გახდება პირადი იდენტიფიკაცია.

ეს მოთხოვნა უკვე ჩართულია პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განკარგულებაში. ამიერიდან მომხმარებლებს საკუთარი სახელის, გვარის და მამის სახელის დადასტურება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით მოუწევთ. მიღებულ მონაცემებს ოპერატორი შეინახავს ნახევარი წლის განმავლობაში და სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ გადასცემს მათ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

განკარგულებაში მითითებულია პირობები კავშირის ოპერატორის კლიენტებისთვის - იურიდიული პირებისთვის ან ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის. ახლა მათ ოპერატორს უნდა წარუდგინონ იმ პირთა სია, რომლებიც სარგებლობენ ინტერნეტით: სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხოვრებელი ადგილი, ძირითადი დოკუმენტების რეკვიზიტები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ეს სია განახლებულ უნდა იქნეს მინიმუმ კვარტალში ერთხელ მაინც.

სახელმწიფო დუმის საინფორმაციო პოლიტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარე ვადიმ დენგინი ამ ღონისძიებებს ასე ხსნის: "ლაპარაკია უსაფრთხოებაზე. მიმდინარეობს ინფორმაციული ომი. საზოგადოებრივ ადგილებში ინტერნეტში ანონიმური ჩართვა შესაძლებლობას იძლევა დანაშაულებრივი მოქმედებები დაუსჯელად იქნეს განხორციელებული. დამნაშავის პოვნა კი საკმაოდ ძნელდება. ამერიკელებს ეშინიათ ომის, ახლა მათ საინფორმაციო სივრცეში ბრძოლა ურჩევნიათ. მათ გააძლიერეს ჰოლდინგი "ამერიკის ხმა". ის, ვინც დესტაბილიზაციით არის დაინტერესებული, ცდილობს ქსელში შეჰყაროს თაღლითები, ფაშისტები და ექსტრემისტები. ყველაფერი, რაც ინტერნეტთან არის დაკავშირებული, იდენტიფიცირებულ უნდა იქნას".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100