სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარია ხაშურში - გარდაცვლილია დედა, მამა და შვილი

ხაშურის რაიონის, სოფელ აგარებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

მათი ინფორმაციით, ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. როგორც ცნობილია, მანქანაში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. დედა, მამა და შვილი ადგილზე გარდაიცვალნენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100