სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს, საქართველოს პარლამენტი ბავშვებს უმასპინძლებს

პარლამენტის შენობის მთავარი ჭიშკარი დღეს რუსთაველის გამზირის მხრიდან გაიხსნება და ნებისმიერ ბავშვს და მსურველს ექნება გამართულ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობის საშუალება.

საახალწლო კონცერტი პარლამენტის შიდა ეზოში გაიმართება, პატარების გასამხიარულებლად მოწვეულები არიან ანიმატორები, თოვლის ბაბუები, სხვადასხვა ზღაპრის გმირები.

ღონისძიებას დეპუტატებთან და პარლამენტის თანამშრომლებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც დაესწრება.

ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათზე დასრულდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100