სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა მელია თბილისის მერიაში ნეპოტიზმის არსებობაზე საუბრობს

დედაქალექის მერობის ყოფილი კანდიდატი, ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"თვეების წინ ვაპროტესტებდით ჯოკია ბოდოკიას თბილისის მერიაში თანამდებობაზე დანიშვნას! ვაპროტესტებდით არა იმიტომ, რომ ნარმანიას უახლოესი მეგობარი და თანასოფლელი იყო, არამედ იმიტომ, რომ 2010 წელს მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი! არა მგონია ვინმე თვლიდეს ჯოკია ბოდოკიამ 180 000 აშშ დოლარი ქრთამის სახით დამოუკიდებლად აიღო და მისი უშუალო ხელმძღვანელობა - ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე და მისი მოადგილე დავით მედულაშვილი საქმის კურსში არ იყვნენ! სამწუხაროდ, ეს ხალხი საშოვარზეა მოსული! მათ არ გააჩნიათ უკეთესი ხვალინდელი თბილისის არც ხედვა და არც უნარი!" - წერს მელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100