სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილმა გერმანელებს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გერმანიის საელჩოში მივიდა და ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული გერმანიის მოქალაქეების გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, თანადგომა გამოუცხადა კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მთელ გერმანელ ხალხს.

24 მარტს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ავიაკატასტროფა განიცადა გერმანული ავიაკომპანიის „Germanwings Flight “-ის თვითმფრინავმა, რომელიც რეისს ბარსელონადან დიუსელდორფში ასრულებდა. ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 142 მგზავრი, 2 პილოტი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100