სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დავიკარგები,წავალ და წავალ"- ვარკეთილში მოკლული პოლიციელის ლექსი

დავიკარგები,წავალ და წავალ...

ნეტავ იცოდე,რარიგ ვეწამე...

თუ მეტყვი, კარგო,დღეს რისთვის დავალ,

ხვალაც ვიცოცხლებ წუთის მესამედს.

ნუ მეტყვი ნუგეშს,მაინც არ მჯერა

ადამის მოდგმის ფერისცვალების.

გაზაფხულს ველი,ჩემო,ამჯერად,

რომ დავიბადო გარდაცვალებით!

არც ისე ცუდად,არც ისე კარგად,

არც ისე ძლიერ ხმაურობს სისხლი.

მე საიდუმლოდ გაგიმხელ ამბავს,

როს მთაწმინდაზე დაწვება ნისლი.

როს მშობიარე ხეების ტანში

დაიბერება ვნება აპრილის, დაიყვავილებს...

და მერე ქარში, ხარჭა ქალივით, ბაღებს დაივლის.

როს მომღიმარი მზეები ციდან,

გადმოაფრქვევენ ფერებს სიცოცხლის

და ამოხათქავს დედამიწიდან მწვანე სიმბოლო მარადისობის!

გაზაფხულისთვის მეცოცხლა მსურდა...

და ახლაც მოვალ,მოვალ წვალებით.

მე ნარიყალას გავცქერი მუდამ,

ძველი მეტეხის ვგმინავ ზარებით.

/ ბექა მარგიშვილი /

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100