სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მედია ჰოლდინგი „დრონი.ჯი“ და „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი“ მხარს უჭერს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნას

მედია ჰოლდინგი „დრონი.ჯი“ და „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი“ (presa.ge, droni.ge, itv.ge, people.ge, sportline.ge) მხარს უჭერს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნას.

მიგვაჩნია რომ ადამიანი, მარიხუანას და მასთან გათანაბრებული ნარკოტიკის მოხმარებისათვის ან პირადი მოხმარების მიზნით შენახვისათვის ციხეში არ უნდა ჩაჯდეს.

ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას განიხილოს ინიციატივა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ და მოახდინოს არსებული კანონმდებლობის სწრაფი ლიბერალიზაცია.

გვჯერა რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არის გარდაუვალი და აუცილებელი როგორც დემოკრატიული განვითარებისათვის, ისე ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, რადგან ნარკომანია უნდა დავამარცხოთ არა ციხით და რეპრესიებით, არამედ მკურნალობით და თანადგომით.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100