სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე მყოფი ბავშვების მამის პასუხი აღშფოთებულ საზოგადოებას

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქციაზე მყოფი ბავშვების მამის მიმართ აგრესიამ დღეს, სოციალური ქსელი მოიცვა. დრონი. ჯიმ გაარკვია თუ ვინ არის ბავშების მამა. ჩვენი რესპოდენტი გრიბოედოვისა და თავისუფალი თეატრის მსახიობი ივანე ქურასბედიანი აღმოჩნდა. აი, რა პასუხს სცემს ის აღშფოთებულ საზოგადოებას:

ივანე ქურასბედიანი: არანაირად არ ველოდი საზოგადოებისგან ასეთ რეაქციას. მე წინა წელსაც ვიყავი ბავშვებთან ერთად და იმის წინაზე კიდევ მარტო უფროს გოგონასთან ერთად, ამიტომ ეხლაც არ მიფიქრია, რომ ამით რამე შავდებოდა. ჩემმა შვილებმა არცერთმა, არ იცოდა ზუსტად სად მიდიოდნენ, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ გასართობად მივდიოდით რაღაც აქციაზე. რისი აქცია იყო, რას მოითხოვდნენ და ა. შ. ეს ბავშებმა რათქმაუნდა არ იცოდნენ და ვერც გაიგებდნენ... საერთოდ არცერთ მიტინგზე არ ვყოფილვარ ამ აქციის გარდა, იმიტომ რომ თვითონ მიტინგების და აქციების სიტუაცია არ მომწონს, იქ უსაფრთხო სიტუაცია არასოდეს არის, ამ აქციაზე კი ამგვარი საფრთხე არ არსებობდა.. მუსიკა, განსხვავებული ჩაცმულობის ხალხი და პოზიტიური განწყობაა ამ აქციაზე ყოველთვის, ბავშვები ცეკვავდნენ და ერთობოდნენ .

რაც შეეხება ჩაცმულობას ერთს ეწერა peace და მეორეს love მაისურზე და კიდევ მეტსაც გეტყვით, ჩემი გოგონა მეორე დღეს ბაღშიც ამ მაისურით წავიდა.

მე არ გავბრაზებულვარ საზოგადოების ნეგატიურ პოსტებზე, იმიტომ რომ არ მიცნობენ და ჰგონიათ, რომ დამპალი ნარკომანი ვარ, რომელიც ბავშვებსაც ითრევს ამაში. ეს ასე არ არის, არ ვარ ასეთი მამა, პირიქით ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ ჩემს შვილებთან ერთად სულ ვერთობი , ზრაპრების რიმეიქებს ვაკეთებთ და მათთან ისეთი ურთიერთობა მაქვს (ცოტა ამბიციურად კი გამომივა) რომ ბევრს შეშურდება.

ეს ყველაფერი ცუდი სოც-პროგრამირების ბრალია, იციან რომ მარიხუანა არის ცუდი, საშინელი და ეს არის ქვეყნის დასასრული. ალბათ ამიტომ განაწყენდა ასე საზოგადოება.

მაშინ მე ასეთი კითხვა მექნება ამ საზოგადოებასთან: ბავშვები რომ დაჰყავთ პარადებზე, სადაც ტანკები დადიან ეს რა იმას ნიშნავს, რომ შვილს ასწავლი, რომ მოკლა სხვა და ტანკით ააფეთქო? არა ხო? ერთობა ის ბავშვი, ტანკი სათამაშო ჰგონია. მაშინ თუ ასეა ბავშვი არსად არ უნდა ვატაროთ?

ნებისმიერ საკითხი შეიძლება ოდესღაც ცუდად მოუტრიალდეთ მშობლებს სადმე წაყვანის ან არწაყვანის თვალსაზრისით. ბავშვები ყოველთვის განიცდიან ჩვენს ზეგავლენას, მაგრამ ვინ როგორ გაიზრდება მაინც აღზრდაზეა დამოკიდებული და არა იმაზე თუ სად წაიყვან ბავშვს გასართობად.

პ.ს. კიდევ ყველა იმ ადამიანს, ვინც გამაკრიტიკა, დააშეარა ეს ფოტო, მაგინა თუ რაც თქვა, მინდა ვუსურვო რომ ეცადონ რომ ცუდშიც კარგი დაინახონ და ნაკლებად აკრიტიკონ ხალხი და მოვლენები. აი ამას ვუსურვებ ყველას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100