სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია ეროვნულ კინოცენტრში გაიმართება

5 ივნისს, 13:00 საათზე, ეროვნულ კინოცენტრში ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის (BIAFF) პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც საზოგადოება ფესტივალთან დაკავშირებულ სიახლეებსაც გაეცნობა.

პრეზენტაციაზე განიხილება შემდეგი საკითხები :

· BIAFF კინოფესტივალის 2015 წლისპროგრამისმონახაზი, მასტერკლასები, სტუმრები, კინოჩვენებებისლოკაციები

· BIAFF კინოსკოლა - კინოფესტივალზესტუდენტებისთვისდაგეგმილიტრენინგებისსერიისშესახებ

· BIAFF 2015-ზედაგეგმილიკო-პროდუქციისშეხვედრებისპლატფორმა

· ბლოგერებისკონკურსი BIAFF კინოფესტივალისფარგლებში

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2006 წელს დაარსდა და წელს უკვე მეათედ ტარდება. იგი სტარტს 13 სექტემბერს აიღებს და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ხოლო ოფიციალური პარტნიორია - ქ. ბათუმის მერია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100