თბილისში ექვს ლომს, ექვს ვეფხვს, შვიდ დათვს და 13 მგელს ეძებენ

სპეცსამსახურის წარმომადგენლებს ზოოპარკიდან გაქცეული რამდენიმე ცხოველის ლიკვიდაცია მოუწიათ, - აღნიშნული ფაქტი შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას დაადასტურა. ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები სავარაუდოდ ადამიანებს საფრთხეს უქმნიდნენ.
წყალმა ზოოპარკის ტერიტორია დაფარა, რასაც ცხოველების გაქცევა მოჰყვა. სპეციალისტები ცდილობენ ცხოველები ვოილერებში გადაიყვანონ.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზოოპარკში ცხოველების მისამართით სროლა იყო, თუმცა არა მათი მოკვდინების, არამედ მათი დაძინების მიზნით.
გავრცელებული ინფორმაციით, ზოოპარკიდან სტიქიის დროს 30-მდე მტაცებელი ცხოველია გაქცეული. დაახლოებით ექვსი ლომი, ექვსი ვეფხვი, შვიდი დათვი და 13 მგელი.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდესბ რომ გარეთ გასვლისგან თავი შეიკავოს...

კომენტარი