ივანიშვილი დაზარალებულთა დახმარებას და ახალი ზოოპარკის მშენებლობაში მონაწილეობას გეგმავს

სტიქიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქემ.

“ბიძინა ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს. საზოგადოება „მოქალაქე“ სწავლობს არსებულ მდგომარეობას, მუშაობს ქალაქის თანადგომისთვის კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმაზე და ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად; საზოგადოება ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს დედაქალაქს ახალი ზოოპარკის აშენებაში.” -ნათქვამია განცხადებაში


კომენტარი