სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი: გული მიკვდება, თბილისის კადრების ყურებისას

სტიქიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

“გული მიკვდება, თბილისის კადრების ყურებისას. ვუცხადებ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახებს.

ახლახან ვესაუბრე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს არსენი ავაკოვს და უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური მზად არის აღმოუჩინოს ყველანაირი საჭირო დახმარება საქართველოს მთავრობას სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში.

ამ წუთებში უკრაინის პრემიერ-მინისტრი ურეკავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დახმარების კონკრეტული გეგმით.“ - ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100