სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავტოკატასტროფა თბილისში - ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და ოთხი დაშავდა

გვიან ღამით ხმაური იყო სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსთან, სადაც სოფელ გლდანში ავარიის დროს გარდაცვლილი 4 ახალგაზრდა გადაასვენეს. მათი ოჯახის წევრები ექსპერტიზის ჩატარებას აპროტესტებდნენ.

ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ გლდანში. ვოლვოს მარკის ავტომანქანა, რომელშიც რვა ადამიანი იჯდა ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი პირი სასწრაფო დამხარების ჯგუფებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მედიკოსების თქმით, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ავარიის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

ვიდეო იხილეთ ლინკზე: http://rustavi2.com/ka/news/20707

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100