ჰით ბათუმი 2015"-ის ფარგლებში, ბათუმელი შემსრულებლების კვირეული გრძელდება!

"ჰით ბათუმი 2015"-ის ფარგლებში ბათუმელი შემსრულებლების დღეები დაიწყო. ბათუმის სტუმრებს ბულვარის კოლონადებთან ადგილობრივმა ჯგუფებმა - "ბლექ სი ბენდმა" და "სი საითიმ", ლაშა ღლონტმა და ვაჟა ტუღუშმა ბენდთან ერთად უმასპიძნლეს. მათ ყველასთვის საყვარელი ჰიტები შეასრულეს. კვირეული 19 ივლისს სოფო ხალვაშის კონცერტით დასრულდება. მანამდე კი, კოლონადების სცენაზე ვანილა კეიჯი, პიანისტი ლადო ყატაშვილი და ბათუმური კვარტეტი წარსდგება.

მნიშვნელოანია, რომ ბათუმელი შემსრულებლების დღეების პარალელურად ზღვისპირა ქალაქი 17-19 ივლისს სანრემოს ვარსკვლავებს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც ცნობილი იტალიური ჯგუფი Richi e Poveri და მომღერალი უმბერტო ტოცი იმღერებენ.

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.



პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.


კომენტარი