სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში სანრემოს დღეები დასრულდა!

„რიკი ე პოვერი“: „პოლიტიკური მისწრაფებები ჩვენთვის არარსებობს, ჩვენთვის არსებობს მხოლოდ მუსიკა და მეტი არაფერი“

ბათუმი 16-19 ივლისს "ჰით ბათუმი 2015"-ის ფარგლებში იტალიელ ვარსკვლავებს მასპინძლობდა. ბათუმში სანრემოს დღეები დასრულდა! თუმცა „ჰით ბათუმი 2015“ ისევ გრძელდება.

პირველი დღე „სპაგეტი სვინგ ბენდის“ ცნობილ ჰიტებს დაეთმო.ბათუმელები და ზღვისპირა ქალაქის სტუმრები უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ. განუმეორებელმა და ვირტუოზულმა „სპაგეტი სვინგ ბენდმა“ რომლის კონცერტები განსაკუთრებულობით გამოირჩევა, დავით გომართელთან ერთად, დაუვიწყარო საღამო აჩუქა ბათუმსა და Club Take Five Batumi-ს .

გუშინ კი, განუმეორებელმა უმბერტო ტოციმ და ჯგუფმა „რიკი ე პოვერი“ბათუმის ახალ კორტებზე ცნობილი ჰიტები შეასრულეს. ამავე დღეს ბათუმის კორტების სცენის, „ჰით ბათუმის“ მთავარი საკონცერტო სივრცის პრეზენტაციაც გაიმართა.

„ჩვენ სადაც გვეძახიან სამღერად ყველგან მივდივართ. ჩვენ ყველა მსმენელს პატივს ვცემთ, პოლიტიკური მისწრაფებები ჩვენთვის არარსებობს, ჩვენთვის არსებობს მხოლოდ მუსიკა და მეტი არაფერი,“ - ასეთი განცხადება გააკეთა ბათუმში მყოფმა იტალიური ჯგუფის „რიკი ე პოვერის“ სოლისტმა ფრანკო გატიმ.

„ჩვენ მოგვაქვს მხიარულობა და მუსიკა! ჩვენ მუსიკოსები ვართ და არა პოლიტიკოსები! ჩვენ მხოლოდ დადებითი რამ მოგვაქვს ხალხთან - ხალისი ყველასთვის,“ - აღნიშნა „რიკი ე პოვერის“ სოლისტმა ანჯელა ბრამბატიმ.

„მუსიკა უნივერსალური ენაა ურთიერთობებისთვის. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველა ქვეყენაში ვაკეთებთ. ჩვენ ყველა ქვეყანაში ვმღერით, ჩვენს ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებ,“ - მიაჩნია „რიკი ე პოვერის“ სოლისტს ანჯელო სოტჯუს.

კონცერტის წამყვანი იყო ქართველი მომღერალი დავით გომართელი, რომელსაც ძალიან უყვარს იტალია, ამ ქვეყნის სამზარეულო, მუსიკა და ფლობს იტალიურ ენას. ერთი სიტყვით მან ყველაფერი იცის იტალიასა და იტალიელებზე. გომართელმა კონცერტზე რამდენიმე ცნობილი იტალიური ჰიტიც შეასრულა.

უმბერტო ტოცი მე-20 საუკუნის ცნობილი იტალიელი მომღერალია, რომელიც შემსრულებელია პოპის, როკის და იტალიური დისკოსი, უკრავს კლავიშზე და გიტარაზე. იგი ასევე წერს სიმღერებს, მუსიკოსი, კომპოზიტორი და ხმის ჩამწერი სტუდიის პროდიუსერი. მნიშვნელოვანია, რომ უმბერტო ტოციმ საქართველოში პირველად გამართა კონცერტი ქართველი მსმენელისთვის.

რიკი ე პოვერი იტალიური ჯგუფია, რომელმაც ჩამოაყალიბა ამავე სახელწოდების პოპულარული ჯგუფი. 1970-71 წლებში სანრემოს ფესტივალზე ამ ორი სიმღერით „ლა პრიმა კოსა ბელლა და კე სარა“ გახდა ყველაზე პოპულარული იტალიური ჯგუფი.

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდისგანმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარისტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰით ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტულიპოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100