სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ლიკას გარდაცვალება აუნაზღურებელი დანაკლისია გუნდისთვის" - გლდანში კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებული გოგონა გარდაიცვალა

გლდანში კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებული გოგონა გარდაიცვალა. იუსტიციის სახლმა, სადაც ლიკა ფაცაცია მუშაობდა, მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა.
"იუსტიციის სახლის დიდ გუნდს ხანგრძლივი სივრცის ოპერატორი ლიკა ფაცაცია გამოაკლდა. პროფესიონალი თანამშრომელი, კარგი კოლეგა და მეგობარი, მუდამ მომღიმარი და ხალისიანი ლიკას გარდაცვალება აუნაზღურებელი დანაკლისია გუნდისთვის. იუსტიციის სახლი მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ლიკა ფაცაციას ოჯახს.
ლიკა ფაცაციამ გაზის გაჟონვი გამო, კორპუსის ჩამონგრევის დროს სხეულის ძლიერი დამწვრობა მიიღო. ექიმები რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ მის გადარჩენას", - ნათქვამია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100