სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯიფონის ფესტივალის ქართველი მონაწილეები იტალიაში მსოფლიო ვარსკვლავებს შეხვდნენ

წელს იტალიის პატარა ქალაქ ჯიფონიში უკვე 45-ედ გაიმართა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო ფესტივალი, რომელზეც 10 ქართველი ბავშვი გაემგზავრა. ქართველი მონაწილეები, ისევე როგორც დანარჩენი 54 ქვეყნის წარმომადგენლები, ფესტივალზე ჟიურის წევრების რანგში იმყოფებოდნენ. ჯიფონიში ქართული დელეგაციის პატივსაცემად მოეწყო ქართული საღამო და ნაჩვენები იქნა ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები. მსოფლიო ვარსკვლავებთან აუდიენციისთვის ფესტივალის 3500 მონაწილედან რამდენიმე ბავშვი შეარჩიეს, რომელთა შორისაც საქართველოს 5 წარმომადგენელი მოხვდა. დავით ლოლიშვილი შეხვდა Mark Ruffalo-ს , ანი მაჩაიძე - Martin Freeman-ს, თიკა ტაბიძე - Orlando Bloom-ს, ელენე ნაირაშვილი და მარიამ ცაგურიშვილი კი Tom Felton-ს და სერიალ „Glee”-ს ვარსკვლავ Darren Criss-ს. მალევე ქართულ დელეგაციას ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძეც შეუერთდა, რომელიც მისივე იდეით შექმნილი ახალი საბავშვო პლატფორმის, Giffoni Yourth პრეზენტაციას დაესწრო.

აღსანიშნავია ის, რომ წელს საქართველომ მოიპოვა ფესტივალის თბილისში ჩატარების უფლება. 16-19 ოქტომბერს ჩვენი ქვეყანა 7 ქვეყნის 500 ბავშვს უმასპინძლებს, ჟიურის წევრთა რეგისტრაცია კი უკვე დაიწყო. მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვს ყველა ახალგაზრდას (13-დან 18 წლამდე) ვისაც აინტერესებს კინოხელოვნება და ფლობს ინგლისურს ენას საბაზისო დონეზე. რეგისტრაციის გავლა 15 სექტემბრამდეა შესაძლებელი ეროვნული კინოცენტრის ვებ გვერდზე (www.gnfc.ge).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100