სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოშური საღამო ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე

7 აგვისტოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტები MANOLO “The Voice of the Gypsiess” მასპინძლობდა, დასასრულს, კი საფესტივალო კლუბში VIVA Brasil- შოუს გაიმართა.

MANOLO “The Voice of the Gypsiess” ზღვისპირა ქალაქში მოწვეული მოცეკვავების თანხლებით მუსიკალური წვეულება გამართა და ბათუმელებსა და დამსვენებლებს ერთი სასიამოვნო საღამო აჩუქა.

მანოლომ მსემენელს ბოშების საუკეთესო სიმღერები გიტარისა და ვოკალის სახასიათო ჟღერადობითა და რითმებით შესთავაზა. შეასრულა ცნობილი ჰიტები Gipsy Kings -ის რეპერტუარიდან, როგორიცაა Bamboleo, Djobi Djoba, Volare და ა.შ.

დღე ამით არ დასრულებულა, საფესტივალო კლუბი VIVA Brasil-ს შოუს მასპინლობდა. მოცეკვავებმა ბრაზილიური მუსიკა და კულტურა წარმოადგინეს და შუა სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს.

“Viva Brasil” საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოღვაწეობს და სხვადასხვა წარმოდგენებსა და შემსრულებლებს გთავაზობთ, როგოროცაა ვივა ბრაზილ საცეკვაო ჯგუფი; ვივა ბრაზილ პრეკუსია; ვივა ბრაზილ კაპუერა; ვივა ბრაზილ ბენდი და DJ; კარიბის შოუ; ლიმბო; კოქტეილ-შოუ.

15 წლის განმავლობაში VIVA Brasil-ს უკვე 2500 ღონისძიება აქვს ჩატარებული, ექსტრავაგანტული შოუს გამოცდილებითა და დაუვიწყარი მოგზაურობით, ბრაზილიასა და ლათინო ამერიკის სხვა ქვეყნებში.

მათი მოცეკვავეები და მუსიკოსები ევროპაში ყველაზე ნიჭიერი ბრაზილიელი შემსრულებლები არიან, რომლებმაც მოღვაწეობა ბრაზილიის ქუჩებში დაიწყეს და რიოს კარნავალის საუკეთესო ჟღერადობას ქმნიან. დრამერებმა, რომლებიც სამბას სკოლებში უკრავდნენ, დახვეწეს საკუთარი შესაძლებლობები და ჯგუფში „Taste of Brasil” საოცრად ამჟღავნებენ.

მოცეკვავების მიზანია მსმენელი დატოვოს საუკეთესო განწყობითა და სიცოცხლის ხალისით. ისინი პერიოდულად ანახლებენ საკუთარ რეპერტუარს, რათა მსმენელს მიანიჭოს ახალი და განუმეორებელი განცდები ყოველ ღონისძიებაზე.

მანოლო “Chico & the gypsies” - ს ყოფილი ვოკალისტი და მუსიკის ამ ჟანრის ერთ-ერთი უნიკალური ლეგენდაა. დისკით, რომლის ავტორი, კომპოზიტორი და მომღერალი თავად მანოლოა, ბოშა მეგობრებთან ერთად შეძლო მთელი მსოფლიო აეცეკვებინა და 200,000 ალბომზე მეტი გაეყიდა. მანოლო უკვე თითქმის 20 წელია რაც მსოფლიოს მასშტაბით(პარიზი, ნიუ-იორკი, ბუენოს აირესი, ტოკიო, მოსკოვი, არაბეთის ემირატები და ა.შ.) მოღვაწეობს და ასევე მრავალ პრესტიჟულ კერძო საღამოებზეც მონაწილეობს. 2010 წელს მანოლო გამოეყო ბენდს და ჩამოაყალიბა საკუთარი ანსამბლი “Manolo et ses Gitans”, რამაც საშუალება მისცა თავისი შესაძლებლობები უფრო მასშტაბურად გამოემჟღავნებინა.

”ჰით ბათუმის 2015” თანამედროვე მუსიკის დღეები გრძელდება. ზღვისპირა ქალაქი უცხოელ და ქართველ თანამედროვე შემსრულებლებს მასპინძლობს. მნიშვნელოვანია, რომ კვირეულმა სტარტი 6 აგვისტოს, კახაბერი და ხანუმების კონცერტით აიღო. ასევე მონაწილეობენ უკრაინული პოპ-როკ ჯგუფი „ოკეან ელზი“, რომა რცხილაძე და მისი ბენდი „+995“ და ინგლისური ალტერნატიული როკ ბენდი „ტოპლოადერი“. კონცერტები ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, 20:00 და 21:00 საათზე გაიმართება.

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100