სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლოს-ანჟელესში 34,5 მლნ-ის ღირებულების ბურთები წყალში ჩაყარეს. გაინტერესებთ რატომ?

ლოს-ანჯელესში 96 მილიონი პლასტიკური ბურთი წყალში ჩაყარეს. ამ გზით მერია ქალაქის რეზერვუარის დაბინძურებისა და დაშრობისგან დაცვას ცდილობს.

ვაშლის ზომის, შავი ფერის ბურთები წყალს მტვრისგან ჭუჭყიანი წვიმისგან, ქიმიკატებისგან და წყალმცენარეებისგან დაიცავს. ასევე ხელს შეუშლის რეზერვუარში ცხოველებისა და ფრინველების შესვლას და მის დაშრობასაც. ბურთების ფერი შემთხვევით არ არის შერჩეული, რადგან შავი მზის სხივებს უკეთ შთანთქავს.

აღნიშნული ღონისძიება ლოს-ანჟელესის ხელმძღვანელობას 34,5 მილიონი დოლარი დაუჯდა. თუმცა როგორც ისინი თავად განმარტავენ სხვა მეთოდი 10-ჯერ უფრო ძვირი დაჯდებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100