სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საბას“ 2015 წლის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

8.09.2015 ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას“ 2015 წლის გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - გიორგი წიკლაური, პიტერ აკროიდის „ლონდონი", თარგმანი (გამომცემლობა „აზრი");

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - მალხაზ ხარბედია, „ტექსტი და სიმართლე" (გამომცემლობა „აზრი");

საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);

საუკეთესო თარგმანი - ხათუნა ცხადაძე - უმბერტოეკოს „პრაღის სასაფლაო“ (გამომცემლობა „დიოგენე");

ლელა დუმბაძე - ვირჯინია ვულფის "გზა შუქურისკენ" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);

საუკეთესო პიესა - ჟიურის გადაწყვეტილებით, პიესის ნომინაციაში 2015 წელს, ლიტერატურული პრემია „საბა“ არ გაიცა. მათივე გადაწყვეტილებით, ჯილდო, რომელიც განსაზღვრული იყო პიესის ნომინაციისთვის, არ გაუქმდა და თარგმანის ნომინაციაში ორი გამარჯვებული გამოვლინდა;

საუკეთესო პროზაული კრებული - გოგიჩა გელიშვილი, „მხატვარი" (გამომცემლობა „ინტელექტი");

საუკეთესო პოეტური კრებული - პაატა შამუგია, „შიზოგადოება" (გამომცემლობა „ინტელექტი");

საუკეთესო რომანი - აბოია შაღაშვილი, „როიალ-მერი" (გამომცემლობა „დიოგენე");

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი - ქრისტიან ელიხტენფელდი - ოთარ ჭილაძის რომანის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ გერმანული თარგმანისთვის.

პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის- ბესიკ ხარანაული.

გამარჯვებულებს თიბისი ბანკისაგან „საბას“ პრიზები და სოლიდური ფულადი პრემიები გადაეცათ.

„საბას“ წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია 7 სექტემბერს ივანე მუხრან ბატონის ისტორიულ სასახლეში გაიმართა.ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა, ვატო კახიძის ხელმძღვანელობით.

ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს დაფუძნდა თიბისი ბანკისა და პენ ცენტრის მიერ. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. „საბას“ პრემიის ლაურეატები სხვადასხვა წლებში გახდნენ ჭაბუა ამირეჯიბი, ანა კალანდაძე, ვახუშტი კოტეტიშვილი, გურამ დოჩანაშვილი და სხვა.

კომენტარი