სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაიჭირე წამი! ჯიფონის კინოფესტივალის რეგისტაციის დასრულებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება

დაიჭირე წამი ! ჯიფონის კინოფესტივალის რეგისტაციის დასრულებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება ჯიფონის კინოფესტივალის რეგისტაციის დასრულებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება.

საერთაშორისო კინოფესტივალი 16-19 ოქტომბერს თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარება. მასში მონაწილეობის მისაღებად უკვე რამდენიმე კვირაა, რაც რეგისტრაცია მიმდინარეობს. განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2 ოქტომბერი.

ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბავშვო ფესტივალია, სადაც ჟიურის წევრები ბავშვები და მოზარდები არიან. იგი იტალიის ქალაქ ჯიფონიში 1971 წლიდან იმართება და ყოველთვის ხდება კინოინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლების თავშეყრის ადგილი. ფესტივალის ჩატარების უფლება ამიერკავკასიაში საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მოიპოვა. თბილისი სტუმრებს 8 ქვეყნიდან ელის.

ჟიურის წევრად დარეგისტრირება შესაძლებელია ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gnfc.ge). განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 13-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებს, ვისაც აინტერესებს კინო, ფლობს ინგლისურ ენას (არ არის აუცილებელი ენის სრულყოფილად ცოდნა) და მზად არის ახალი გამოწვევებისთვის.

კინოფესტივალის პროგრამა გარდა კინოჩვენებებისა, ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, ვორქშოპებსა და დამატებით აქტივობებს, ასე რომ, ეს უნიკალური შანსია მოზარდებისთვის, ვინც მოცემულ ასაკობრივ კატეგორიაში ჯდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100