სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა არის საჭირო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად?

აღსრულების ეროვნული ბიურო მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აგრძელებს პრევენციული ხასიათის საინფორმაციო ბარათების გამოცემას. დღვანდელი ბარათის თემაა თუ რა არის საჭირო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად?

აუქციონში მონაწილეობის მიღებამდე კარგად გაეცანით აუქციონის პირობებს.

1. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია: ა). შესაბამის ვებგვერდზე რეგისტრაცია; ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტაუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება. 2. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე მონაწილე იხდის საგარანტიო თანხას. 3. აუქციონში მონაწიელობისთვის საჭირო საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 5%. 4. იმ შემთხვევაში კი, თუ აუქციონის შედეგი გაუქმდება ზედიზედ ორჯერ, ხელახალ აუქციონზე საგარანტიო თანხის ოდენობა ქონების საბაზრო ღირებულების 50% იქნება. საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია: ა). პლასტიკური ბარათით ბ). ბანკის ფილიალის მეშვეობით გ). ელექტრონული ფორმის საბანკო გარანტიით. 5. ინტერნეტაუქციონის დროს ფასის მატება ხდება ვაჭრობის ბიჯით, რაც ჩანს „ონლაინ'' რეჟიმში. ფასის მატების ბიჯი შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 1%-ს. "ნულოვან" აუქციონზე ფასის მატების ბიჯი შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 5%-ს. 6. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულად ითვლება ის მონაწილე, რომლის მიერაც აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული ფასი ყველაზე მაღალი იქნება. 7. აუქციონში გამარჯვებულმა შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს შესაბამის სადეპოზიტო ანგარიშზე (აუქციონის ნომრისა და განაცხადის ნომრის მითითებით) აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. 8. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის ოდენობა ქონების შესყიდვის ფასზე მაღალია ან მისი ტოლია, აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შეტანილ საგარანტიო თანხას მიაქცევს ქონების შესყიდვის ფასის სრულად დასაფარად, ხოლო ნამეტ თანხას, არსებობის შემთხვევაში, უბრუნებს აუქციონში გამარჯვებულ პირს. 9. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია, არ გაამჟღავნოს მომხმარებლის რეგისტრაციის დროს მიღებული ინფორმაცია. აუქციონში მონაწილე პირთა ვინაობა კონფიდენციალურია, აუქციონი კი - საჯარო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100