საქართველოს პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს ხვდება

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში, ამ წუთებში, მედიის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრაში მონაწილეობენ ჟურნალისტები ინგა გრიგოლია, ეკა მიშველაძე, ნინო ჯანგირაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნების მიზნით დღეს კონსულტაციებს გეგმავს ასევე დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო სექტორთან.

საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა:

„ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია, შეიქმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა.

ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა, პირველ რიგში კი საქართველოს ხელისუფლების.

სამწუხაროდ მთავრობის მეთაურის გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში.

მოვუწოდებ ყველას თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები - გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას!

მოვუწოდებ მოსამართლეს - არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას.

აქედან გამომდინარე, ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ ძალებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო სექტორთან ერთად შევინარჩუნოთ სამოქალაქო მშვიდობა“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარი