სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი რეჟისორის წარმატება გერმანიაში

ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ბრძოლაში წესების გარეშე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ კინოინდუსტრიაში გადაინაცვლა მორიგ წარმატებას აღწევს. რატი წითელაძემ მსახიობობის შემდეგ რეჟისორიბაც სცადა და გერმანიის საერთაშორისო ფესტივალზეც მოხვდა. ეს ინფორმაცია წითელაძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

„შესანიშნავი სიახლე! ჩვენი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტი „ცარიელი სახლი“ მოხვდა 4 საუკეთესო პროექტს შორის გერმანიის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც რატი მიწვეული იქნა როგორც პროდუსერი/რეჟისორი.“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2-3 წლის წინ რატი საქართველოში სკანდალური იმიჯითა და ტიპური ქართველი მამაკაცისთვის უჩვეულო ფოტოებით გახდა პოპულარული, რის შემდეგაც ის კინოში წარმატების მისაღწევად ამერიკაში გაემგზავრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100