სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ცენტრი „აფხაზეთის“ ბენეფიციარებს უმასპინძლა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ბენეფიციარებს უმასპინძლა. სამოქალაქო კლუბის წევრებმა დაათვალიერეს აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობა და ბიუროს საქმიანობისა და სერვისების შესახებ თანამშრომლებისაგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

12-17 წლის მოზარდებმა ვიზიტის ფარგლებში მოისმინეს საინტერესო პრეზენტაცია. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მათ სხვადასხვა სახის ინფორმაცია გადასცეს − რას ნიშნავს ვალი, ფინანსური ვალდებულებები და ადმინისტრაციული სახდელი; რისი უფლება აქვთ თავდებობის, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოქალაქეებს; როგორ უნდა დავიცვათ თავი არასასურველი ვალისგან; რა ვადებში უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა და სხვ. პრეზენტაციის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს.

ვიზიტის დასასრულს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოსწავლეებს სპეციალური სერტიფიკატები გადასცა.

აღსრულების ეროვნული ბიურო პრევენციული კომუნიკაციის პროექტს შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (CIDA) ერთად ახორციელებს. პროექტის მიზანია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების ინფორმირება და მეტი ინფორმაციის მიწოდება რისკებისა და ფინანსური ვალდებულებების გათვალისწინებების მიზნით.

პროექტს − „ახალგაზრდობის ჩართულობა და განვითარება“ − საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ „UNICEF“-თან პარტნიორობითა და „USAID“-საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტში გორის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლა მონაწილეობს (ხიდისთავი, შავშვები, ზერტი, მეჯვრისხევი, ტყვიავი, ტირძნისი, შინდისი, ახალდაბა).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100