სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

,,ავერსის კლინიკაში“სრულიად ახალი, ინოვაციურიექოსკოპის აპარატების პრეზენტაცია

5 ნოემბერს 12:00სთ–ზე ,,ავერსის კლინიკა“–ში გაიმართება უახლესი თაობისჯენერალ–ელეკტრიკის (GE) ექოსკოპის აპარატების პრეზენტაცია.

,,ავერსის კლინიკამ“ სამი უახლესი თაობის ექოკოპის – volusonE10 აპარატი შეიძინა ჯენერალ–ელეკტრიკისგან (GE). აღნიშნული აპარატების წარმოება დაიწყო 2015 წლის აგვისტოში. ჯერ-ჯერობით ის მხოლოდ მსოფლიოს რამდენიმე წამყვან კლინიკას აქვს.

რატომ არის ეს აპარატები მსოფლიოში საუკეთესო:

*ახალი ინოვაციური პლატფორმა და სრულიად განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა, რამაც საგრძნობლად ააჩქარა როგორც 2D ვიზუალიზაცია, ასევე 4D რეკონსტრუქცია;

* სრულიად ახალი დიზაინი - 23“ მაღალი გარჩევადობის (FULL HD) ფერადი თხევად-კრისტალური მონიტორი;

* მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციადა ნაყოფის სრულიად რეალისტური სურათის დანახვა.

ამ აპარატის საშუალებით ხდება ნაყოფის შიდა და გარე ანატომიური სტრუქტურების შესწავლა გაფართოვებულ რეჟიმში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველ ტრიმესტრში, როდესაც ექიმები აფასებენ ნაყოფის ტვინის, კიდურების, თავის ქალის და სახის კუნთების ჩამოყალიბებას.

* სრულიად ახალი რევოლუციური რეჟიმი SonoRender Live, რომელიც ავტომატურ რეჟიმში პოულობს ნაყოფის კიდურების და სახის საზღვრებს და გამოჰყავს მოცულობითი გამოსახულება 4D რეჟიმში, არტეფაქტების გარეშე.

*4D რეჟიმში ნაყოფის გულის გამოკვლევის სპეციალიზირებული პროგრამა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100