სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეგენდარული ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი გამოფენა ამერიკელმა საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

თბილისის საპატიო სტუმრები - გენერალი უესლი კლარკი (ნატოს ჯარების სარდალი 1997-2000 წლებში), ფრედ გოლდრინგი - პრეზიდენტ ობამას მრჩეველი კულტურის საკითხებში და მათი მასპინძელი საქართველოში - სილქროუდ ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უდიდესი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილ გამოფენას ესტუმრნენ.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ალექსანდრე ქართველის მიერ შესრულებული ესკიზები და ნახაზები, მისივე დიზაინით შექმნილი თვითმფრინავების მაკეტები, საარქივო მასალა, დოკუმენტები, სტატიები, ფოტოები, მულტიმედიური პროექციები და სხვა.

გენერალმა კლარკმა ქართველ ავიაკონსტუქტორს „ლეგენდარული ფიგურა“ უწოდა და აღნიშნა, რომ კარგად იცნობს მის ნაშრომებს.

ემიგრანტი ავიაკონსტრუქტორის, ამერიკული და მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნოვატორის, ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ექსპონატები 2016 წლის 1 მაისამდე დარჩება ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100