პროექტის „კინოსკოლაში“ სეზონის დახურვას საქართველოს ყველა რეგიონიდან 2000ამდე კინოსკოლელი დაესწრება

პროექტის „კინოსკოლაში“ სეზონი სდახურვა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დასკვნითი ღონისძიებით აღინიშნება. სეზონის დახურვას საქართველოს ყველა რეგიონიდან 2000მდე კინოსკოლელი დაესწრება. ღონისძიება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 6 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

„კინოსკოლაში“ ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრებიან ღონისძიებას. ასევე, ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.

კინოჩვენებებისა და დისკუსიების გარდა, პროექტის ფარგლებში კინოსკოლელების მიერ 150 კინოპოსტერი შეიქმნა. საუკეთესო 10 ნამუშევარი პროფესიონალების მიერ გამოვლინდა. გამარჯვებულ კინოსკოლელებს საქართველოს 10 რეგიონიდან მათივე რეგიონების წარმომადგენლები სამახსოვრო საჩუქრებით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე დააჯილდოვებენ. პროექტში მონაწილე სკოლებს კი სპეციალური სერთიფიკატები გადაეცემა.

ღონიძიებაზე ასევე შედგება კინოსკოლელების მიერ გადაღებული სასწავლო ფილმებისა და ქართველი პროფესიონალი რეჟისორების - დათა ფირცხალავას, ტატო კოტეტიშილის, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.

„კინოსკოლაში“ დანაშაულის პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობს. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები, რომლებიც პროექტში ოქტომბრის თვიდან ჩაერთნენ.

პროექტი „კინოსკოლაში“ 2014 წელს დაიწყო და თავდაპირველად საქართველოს 5 რეგიონის 40 სკოლა მოიცვა. ამჟამინდელი მონაცემებით კი პროექტში ჩართულია საქართველოს ყველა რეგიონი, 207 სკოლა, 120 სოფელი , მათ შორის საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლები. ისეთები როგორებიცაა : შუაფხო, ღები, განმუხური, კოკი, რუხი, პანკისის ხეობა, ერგნეთი, კნოლევი...

„კინოსკოლაში“ ახალს ეზონს 2016 წლის მარტის თვეში დაიწყებს.

კომენტარი