სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ხშირად ვიყენებ ინდური წარმოების პრეპარატებს და კმაყოფილი ვარ“

ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების დარეგულირებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოების აუცილებლობაზე მიანიშნა. რამდენად იყენებენ პრაქტიკაში ქართველი ექიმები ჯენერიკებს და ენდობიან თუ არა მათ, ამ თემაზე ექიმმა-თერაპევტმა ცისო სიხარულიძემ ისაუბრა:

„ჯენერიკებს ვიყენებ პრაქტიკაში და ვენდობი, რასაკვირველია. მათ მიმართ ნდობა პრაქტიკიდან გამომდინარე ჩამომიყალიბდა. როდესაც პრეპარატს, უმრავლეს შემთხვევაში, დადებითი შედეგი აქვს, მათ მიმართ ნდობა გიყალიბდება. რაც შეეხება მედიკამენტების მწარმოებელ ქვეყანას, ეს პროდუქტის ხარისხს არ განაპირობებს. მიდგომა, რომ ყველა ინდური მედიკამენტი უხარისხო და ცუდია, არასწორია. მეც ხშირად ვიყენებ ინდური წარმოების პრეპარატებს და კმაყოფილი ვარ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა მწარმოებელ ყვეყანას, მთავარია წამალი იყოს ხარისხიანი, მქონდეს გამოცდილი და ჰქონდეს დადებითი, ეფექტური შედეგი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ცისო სიხარულიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმები და ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა ნეიროგანვითარების ცენტრის ფსიქიატრმა თამარ ბაზღაძემ: ,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მისასალმებელია, მაგრამ აქვს გარკვეული ხარვეზები. ერთ–ერთი, რასაც ვისურვებდი ამ რგოლთან დაკავშირებით, არის ის, რომ მოხდეს ოჯახის ექიმების უფრო მეტად ინფორმირება ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რათა უფრო სწორად ხდებოდეს ამ პაციენტების გადამისამართება შესაბამის ვიწრო სპეციალისტთან. ოჯახის ექიმები არ უნდა ელოდებოდნენ როდის გაურთულდება ბავშვს დაავადება და შემდეგ მოახდინონ გადამისამართება. რეფორმა პაციენტებისთვის იქნება დადებითი იმ მხრივ, რომ საჭიროების შემთხვევაში სწორად მოხდება გადამისამართება ვიწრო სპეციალისტთან. სწორედ ეს არის ამ რეფორმის ერთ–ერთი ძლიერი მხარე და ამიტომაცაა საჭირო, რომ ოჯახის ექიმების კვალიფიკაციის დონე კიდევ უფრო ამაღლდეს“.

თამარ ბაზღაძემ მედიკამენეტების ფასებზეც ისაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა: ,,მედიკამენტების ძალიან გაძვირდა, ფაქტობრივად 50%–ითაა მომატებული. ეს პაციენტებისთვის ძალიან რთულია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. ადამიანები უკვე გამოთქვამენ უკმაყოფილებას“.

რაც შეეხება ჯენერიკი მედიკამენტების გამოყენებას, ექიმის აღნიშნავს რომ ის ისეთივე ეფექტური და მისაღებია, როგორც ბრენდული მედიკამენტი, თუმცა ხშირად არ იყენებს. მიზეზად, ჯენერიკების შესახებ პაციენტების დაბალ ინფორმირებულობას ასახელებს: „ვცდილობ, ორიგინალი მედიკამენტი დავუნიშნო პაციენტს, მაგრამ გაძვირებული მედიკამენტების ფონზე, ამ შემთხვევაში ვუნიშავ ჯენერიკს, რადგან მისი ფასი გაცილებით იაფია. საბოლოო ჯამში, მაინც პაციენტის სახსრების მიხედვით ხდება შესაბამისი მედიკამენტის დანიშვნა, ასე, რომ ბაზარზე ყველა ქვეყნისა და სახის პრეპარატი უნდა არსებობდეს’’.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100