სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსახლეობის 60 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას არჩევნებზე

NDI-მ უახლესი კვლევების შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება.

გამოკითხულდა 24% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. გამოკითხულთა 58% კი, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.

NDI-ის გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ საქართველო არც ერთ ორგანიზაციაში უნდა გაწევრიანდეს.

NDI-ის გამოკითხვა რამდენიმე საკითხს შეეხება, მათ შორის, საგარეო პოლიტიკას, პარტიების მხარდაჭერასა და მიმდინარე მოვლენებს.

სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში 1881 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პარტიების მხარდაჭერის შესახებ კვლევებსაც აქვეყნებს. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას - NDI-ის კვლევების მიხედვით ამ კითხვაზე 60 პროცენტს უარყოფითი პასუხი აქვს. 35 პროცენტი კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს.

მათგან, ვინც აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს ვის მისცემს ხმას, 30 პროცენტი კოალიცია ქართულ ოცნებას ასახელებს, 25 პროცენტი ნაციონალურ მოძრაობას, 12 პროცენტი კი თავისუფალ დემოკრატებს.

ყველა გამოკითხულმა უპასუხა კითხვას, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. მათგან 18 პტოცენტი ქართულ ოცნებას ასახელებს, 14 პროცენტი - ნაციონალურ მოძრაობას, გამოკითხულთა 9 პროცენტი კი თავისუფალ დემოკრატებს. 30 პროცენტი კი აცხადებს, რომ არცერთი პარტია არ დგას მათ შეხედულებებთან ახლოს. წინა კვლევებთან შედარებით ქართული ოცნების მომხრეთა რაოდენობა გაზრდილია 14-დან 18-მდე.

გარდა ამისა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69 პროცენტისთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ნატოს წევრი მისაღებია. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 21 პროცენტი აცხადებს, რომ ეს მიუღებელია.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 57 პროცენტი მიიჩნევს, რომ ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოებას მოუტანს, ხოლო 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, წინასაარჩევნო პერიოდი და პარტიების მხარდაჭერა - ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგებსეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი -NDI აქვეყნებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100