„ვუყვარვარ, ხელზე ჩემი სახელი ამოისვირინგა, მაგრამ ტვინი აურიეს“ -თბილისელ ბიჭს ცოლი წაართვეს

ქალაქში ჭორი გავრცელდა, პრომოუთერ და ივენთ-მენეჯერ კაკო ნემსაძეს ცოლი წაართვეს და არც კი ანახებენო. ქმარი პანიკაშია, საყვარელი ქალის დაბრუნება უნდა, მაგრამ მეუღლის ნათესავები ყველანაირ გზას უღობავენო.

აღნიშნული ისტორიით დრონი.ჯი დაინტერესდა და ცოლწართმეულ ქმარს, კაკო ნემსაძეს დავუკავშირდით, რომელმაც საკუთარი პრობლემების შესახებ გვიამბო. როგორც აღმოჩნდა მისი მეუღლე მარიამ აიანადი 17 წლისაა და ნათესავებს არგუმენტად მისი არასრულწლოვანება მოყავთ.

კაკო ნემსაძე: ცოლი მოვიყვანე, რომელიც ძალიან მიყვარდა და მიყვარს. სტამბულში ვიყავი და რომ ჩამოვედი დამხვდა აეროპორტში, არ ვაპირებდით დაოჯახებას, მაგრამ უცებ გადავწყვიტეთ რომ გავპარულიყავით და წავედით.

რათქმაუნდა მშობლებს ვანახებდი შვილს, მარა პირველ დღეს არა. მაინც მეთქი არსარულწლოვანია და არ დამიჭირონთქო, მაგრამ გავიკითხე და მითხრეს, რომ გოგო თუ თანახმა იქნება ვერავინ ვერ დაგიჭერსო. მეორე დღეს ამოვიდნენ მამაჩემის ძმაკაცები უხერხულია ანახე შვილიო და მეთქი კარგი და ამოვიდნენ 11 სული მამაკაცი, მამამისი, ნათესავები, ჩაგვეხუტნენ დაგვლოცეს, ჩემები იქ არავინ იყო, ვერ მოხხერხდა ფაქტიურად ჩემი ოჯახის წევრების მობილიზება, დედაჩემი სტამბულშია , ჩვენ 2-3 დღეში ვაპირებდით სახლში გადასვლას, მარტო ბიძაჩემი ამოვიდა. ყველაფერი კარგად იყო, მარიამის მამამ ჩემი შეძენილი შვილი ხარ და აბა შენ იცი როგორ მიმიხედავ შვილსო. საღამოს მარიამის დედა და ნატესავი მანდილოსნებიც ამოვიდნენ, გავიცანით ერთმანეთი და განვუმარტე მათაც რომ მალე გადავიდოდით ჩვენს სახლში, სადაც აბსოლუტურად ყველა ჩემს ოჯახის წევრებს გაიცნობდნენ.

ეს ბოლო ორი დღე კი ვატყობდი ჩემს ცოლს რომ ხასიათი შეეცვალა, სულ ურეკავდნენ და აშაკარად არ იყო კარგი სიტუაცია. არ ჩავერიე, უბრალოდ ერთს ვეუბნებოდი, ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, ნუღარავის ნუ უსმენ მარიამ, აწი ვართ ჩვენ ცოლ-ქმარი და მივხედავთ ჩვენს თავსთქო.

ერთ დღესაც მარიამის მამამ დამირეკა მოსვლას ვაპირებთო, ხოდა ვუთხარი ერთ დღეში გადავალთ სახლში და მობრძანდითთქო და თან ტელეფონი რომ გავთიშე ჩემს ცოლს ვეუბნები, რა მაგარი კაცია მამშენითქო და მიპასუხა, ოფ მაგარი კი არა შენ არ იცი აქ რა ხდება ჩივილს აპირებენო.

მერე მოვიდნენ მარიამის ნათესავები, მე ყავის საყიდლად გავედი და რომ მოვედი მარიამი სულ შეცლილი დამხვდა. ვიღაც ქალი ჰყავს ნათესავი, ის მეუბნებოდა შენ გაჩერდი მარიამი მიმყავსო და გადავირიე, სად მიგყავთ ჩემი ცოლი და ეგეთები დავიწყე. ძაან არაეული სიტუაცია იყო ჩემები გზაში იყვნენ, არ დაელოდნენ და მარიამი წაიყვანეს.

ერთ კვირაში ცოლი წაიყვანეს უკან. ეს ყველაფერი ჩემი აზრით, იმით იყო გამოწვეული, რომ რადგან ჩემიანი ვერ ნახეს, რომლის მობილიზებასაც ვაპირებდი და ეს ყველამ იცოდა.

მართალია ერთად დიდი ხანია არ ვართ, სულ 9 თვეა საერთოდ ერთმანეთს რაც ვიცნობთ, მაგრამ ძალიან მაგრად ვიყავით ეს დრო და ფოტოებიც გვაქვს, ვიდეოებიც, ყველა ჩვენმა მეგობარმა იცოდა რა ბედნიერები ვიყავით, ამის ფაქტებიც არსებობს და არ ვიცი ახლა რა გავაკეთო როგორ დავიბრუნო ცოლი. ვიცი რომ ვუყვარვარ, „ვუყვარვარ, ხელზე ჩემი სახელი ამოისვირინგა, მაგრამ ტვინი აურიეს“ უეჭველი ვიცი სისულელეები ელაპარაკნენ.

იმ დილით, როცა მარიამი წაიყვანეს სიზმარი მესიზმრა და მოვუყევი დამესიზმრა რომ ჩემგან წაგიყვანესთო და რა სისულელა შენგან არასოდეს წავალო.მე არ ვიცი დღეს მიყვარხარ და ხვალ არაო და დავმშვიდდი.

ამ ყველაფერზე კომენტარი გასაღიზიანებლად მართლა არ გამიკეთებია, უბრალოდ მთელ თბილისს მოედო ეს ამბავი, უამრავი ადამიანი მეკითხება რა მხოდა და ა.შ. საშინელ მდგომარეობაში ჩამაგდეს და უბრალოდ მეც მაქვს უფლება სიმართლე ვთქვა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და კომენტარი გავაკეთე.

ბევრი რამ მოხდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა ვუთხრა მარიამს, რომ ძალიან მაგრად მიყვარს და ბუბუ, მე ყველაფერს გავაკეთებ შენს დასაბრუნებლად და დაგიმტკიცებ, რომ მე ეს შემიძლია და ჩვენს სიყვარულს ეს შეუძლია. და იცოდე რომ კაკო რომელიც შენ გიყვარს აქ არის შენთან არის და ყველაფერს გააკეთებს შენთვის.

კომენტარი