სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო ჩხარტიშვილის მორიგი მცდელობა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და სასამართლო ხელისუფლება

თიბისი ბანკის ადვოკატი, ქეთი ქვარცხავა ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის პრესკონფერენციას პასუხობს.
დღეს გაიმართა ბ-ნი ივანე ჩხარტიშვილის ადვოკატის პრეს-კონფერენცია, რომელიც ემსახურებოდა ვანო ჩხარტიშვილის მცდელობას შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება ფოთის წისქვილქარხნის საქმესთან დაკავშირებით. ბატონი ვანოს ეს მცდელობა ერთერთი მრავალთაგანია ზეგავლენა მოახდინოს სასამართლო პროცესზე და ხელი შეუშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვანო ჩხარტიშვილის ყველა საქმე განსახილველად ეწერებოდა ერთ კონკრეტულ მოსამართლეს - გიორგი სულაკაძეს, მოქმედი კანონმდებლობის და სასამართლოში საქმეთა განაწილების პრინციპის უხეში დარღვევით. ამ ფაქტმა, მოსამართლე სულაკაძის აშკარა მიკერძოებულობამ და უხეშმა პროცესუალურმა დარღვევებმა არასამთავრობო ორგანიზაციების, დამკვირვებლებისა და მედიის ყურადრება მიიპყრო. ბატონი ვანო ბრალს დებს მოპასუხეებს, ფოთის წისქვილქარხნის ქონების მითვისებაში. ცნობისათვის ბატონ ჩხარტიშვილს არც კი აქვს სამართლებრივი უფლება მოცემულ ქონებაზე, რადგან იგი ინგლისის სასამართლომ ცნო როგორც გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის ქონების ნაწილის (მათ შორის ფოთის წისქვილის) მიმთვისებლად. ამჟამად, თიბისი ბანკი და სხვა მოპასუხეები ასაჩივრებენ გადაწყვეტილებას აუქციონის ბათილობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოში, რადგან მიაჩნიათ, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მოსარჩელე ფოთის წისქვილქარხანა გახლდათ ბანკის მსესხებელი, რომელიც ვერ ემსახურებოდა სესხს და მოხდა მისი ქონების რეალიზაცია სესხის დასაფარად, რაც სტანდრტული პროცედურაა საბანკო ურთიერთობებში. აუქციონის ჩატარების შედეგად გასხვისებული ქარხანა დღევანდელ დღეს ეკუთვნის კეთილსინდისიერ შემძენს - შპს აგრიკომს. შპს აგრიკომმა უმოქმედო წისქვილქარხანა აამუშავა და დაასაქმა მრავალი ადამიანი რეგიონში. ჩვენ გვაქვს სააპელაციო სასამართლოს იმედი, გვჯერა მისი მიუკერძოებლობის, და ვიმედოვნებთ, რომ აპელაციაში მოსამართლეებზე საქმის განაწილება მოხდება კანონის მოთხოვნების მკაცრი დაცვით. ჩვენ გვჯერა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ობიექტურობის და იმისა, რომ მოცემულ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულდება და საბოლოო გადაწყვეტილებაც სამართლიანი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100