სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქი ქალბატონი მომაკვდავი რუსი ტურისტის სახის გადანერგვას ითხოვს

თურქეთის ქალაქ ბოდრუმში მოწამლული რუსი ტურისტის, მომაკვდავი ვიქტორია ნოკოლაევას დედას, თურქმა ქალბატონმა თხოვნით მიმართა. ქალბატონს, რომელმაც თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, უმძიმესი ტრამვა მიიღო, ოპერაციის საშუალებით, სახის გადანერგვა სურს. ამიტომ ის ვიქტორიას მშობლებს ემუდარება, რომ შეწირონ სხვა ადამიანის ჯანმრთელობას საკუთარი ქალიშვილის სახე.

„მესმის, რომ ეს თქვენთვის ძალიან რთულია, ეს თქვენი სულის ნაწილია, მაგრამ წარმოიდგინეთ ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელშიც მე ვიმყოფები. მე ვემალები ახლობლებს, რადგან ადამიანს აღარ ვგავარ. მსურს სიცოცხლე და თქვენი ქალიშვილის სახე, ჩემი ერთადერთი იმედია. ღმერთმა აშოროს ყველას ჩემნაირი უბედურება. დამეხმარეთ“ – განუცხადა ვიქტორიას მშობლებს სეზგინმა.

თურქი ქალბატონი უკვე დიდი ხანია ოპერაციის იმედით ცოცხლობს. ამ მდგომარეობამ მას მთელი ცხოვრება დაუნგრია. მას ზურგი საკუთარმა ოჯახმა და ნათესავებმაც შეაქციეს. დიდი ხნის განმავლობაში, სეზგინს სიკვდილი სურდა, ტრაგედიის შემდეგ, მისი ცხოვრება კოშმარად იქცა. მოგვიანებით, ის ანტალიის კლინიკაში ერთ–ერთმა ექიმმა მიიწვია. და აი, უკვე 70 დღეა, პლასტიკური ქირურგიის განყოფილებაში, სეზგინ ერგინი პლასტიკური ოპერაციის იმედით ცხოვრობს.

ბედისწერის წყალობით, მის მეზობელ პალატაში მისი მთავარი იმედი, ვიქტორია ნიკოლაევა იმყოფება, რომლის ტვინიც, მედიკოსების მტკიცებით, მკვდარია. ის სეზგინის ერთადერთი იმედია. ექიმების განცხადებით, ასეთი პრაქტიკა უკვე დიდი ხანია არსებობს. სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე მყოფი პაციენტების ახლობლები, მომაკვდავის ორგანოებს სხვა ადამიანს აძლევენ, თუ ეს ამ უკანასკნელს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.

ვიქტორიას ტვინის სიკვდილი ექიმებმა უკვე დიდი ხანია დაადასტურეს. გოგონას გული ხელოვნური სუნთქვის აპარატის ხარჯზე ჯერ კიდევ ცოცხალია. ასეთ მდგომარეობაში მყოფის გამოჯანმრთელების იმედი, პრაქტიკაში არასდროს ყოფილა. რომ არა რუსი გოგონას ახლობლების წინააღმდეგობა, მას უკვე დიდი ხანია გამორთავდნენ აპარატიდან, მაგრამ საამისოდ, დედის თანხმობაა საჭირო. საბოლოო სიტყვა სწორედ ვიქტორიას დედას ეკუთვნის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100